Tuesday, November 8, 2011

  1. პროექტის სახელწოდება:ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია–მონასტრები (ინტერნეტმოგზაურობა სამხრეთ საქართველოში)
  2. პროექტის მთავარი იდეა:სურვილი ქართველთა მიერ სამხრეთ საქართველოში მე–9–10 საუკუნეებში  აშენებული ქართული ეკლესია– მონასტრების დაბრუნებისა.
  3. პროექტის აქტუალობა:უწერია თუ არა განხორციელება ქართველთა დიდი ხნის ნანატრ ოცნებას და თუ მოხდება,რის ფასად...?
  4. პროექტის მიზნები:ა)მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება;ბ)კვლევის უნარის განვითარება:გ)მსჯელობის უნარის განვითარება;დ)პარალელურ ტექსტებზე მუშაობის უნარის განვითარება.
  5. მონაწილეთა ასაკი:16 წელი
  6. ვადები(ხანგრძლივობა):10 დღე.
  7. მოსალოდნელი შედეგები:(პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას):ა)ისტ–ს გამოყენებით ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული მონასტრების ამსახველი ფოტოები;ბ)მასალა, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში ამა თუ იმ მონასტრის თაობაზე;გ)საბიბლიოთეკო მუშაობა– ლიტერატორთა ჯგუფის მიერ ვასილ ბარნოვის ,,ტრფობა წამებულის" წაკითხვა–გააზრება და პარალელის გავლება გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასთან";დ)ისტორიის მასწავლებლის დახმარება–მე–9–10 საუკუნეების საქ. სოციალურ–ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,ინტერნეტი.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ჯგუფური კვლევა,ვარაუდების გამოთქმა, თანამშრომლობითი მუშაობა.
  10. საგნობრივ ჯგუფებთან (ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი):ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლები.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან დუმბაძე
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:rusudan.dumbadze25@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი(ბლოგი)rusudandumbadze25-project.blogspot.com
  14.